რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რომელიც კალაძეს დაუდასტურდა

რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რომელიც კალაძეს დაუდასტურდაცოტა ხნის წინ გავრცელდა კახა კალაძის პოსტი, რომლის მიხედვითაც თბილისის მერს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი დაუდასტურდა.

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წარმოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო.

დაავადების მიზეზებია: თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა; მაღალი არტერიული წნევა, ათეროსკლეროზი; ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია, არტერიების გასკდომა და სხვა.

დაავადების ყველაზე დიდი საშიშროებაა ინსულტი, მყარი ნევროლოგიური დეფიციტი. თუმცა, ზუსტი დიაგნოზის შემთხვევაში და თანამედროვე, სრული მკურნალობის პირობებში დაავადებისგან განკურნება შესაძლებელია.