“რატომ დავიმსახურე ასეთი ჯოჯოხეთი და უსასრულო კოშმარი?” – თეონა თამაზაშვილი

"რატომ დავიმსახურე ასეთი ჯოჯოხეთი და უსასრულო კოშმარი?" - თეონა თამაზაშვილითამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, ფეისბუქში დაწერა:

“თამო, დე, გილოცავ დედის დღეს. ამ დღეს ყოველთვის შენ მილოცავდი, სანამ ჯალათები წამართმევდნენ შენს თავს ,და შენ კი დედად გახდომის უფლებას.

დღეს მე ამოვალ შენს საფლავზე იებით ხელში, რადგანაც მავანმა ასე დაგვაშორა დედა-შვილი.

ღმერთო რატომ დაუშვი, ბედნიერი დედის სტატუსი ჩამოერთმიათ ჩემთვის და სამყარო თავზე დაემხოთ. ნუთუ საკმარისი სიკეთე არ მქონდა გაკეთებული  რომ მისი მადლი დადგომოდა ჩემს შვილს წინ და გადაგერჩინა.

რატომ დავიმსახურე ასეთი ჯოჯოხეთი და უსასრულო კოშმარი? კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მტკივნეული დღეები?”