დედის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დედის, ზეინაბ კედიას ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს შემდეგი წარწერით:
„დედის დღე თუ არის დედის დღე იყოს!“, – წერს ზურაბიშვილი.
გასული საუკუნის 20-იანი წლების პირველი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი ზეინაბ კედია პარიზში 2016 წლის თებერვალში გარდაიცვალა.
კედია პირველი რესპუბლიკის მთავრობაში უშიშროების მინისტრის და ნოე რამიშვილის თანამებრძოლის მექი კედიას ქალიშვილი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის, ლევან ზურაბიშვილის მეუღლე იყო.

