“სამართალს ჩვენი ხელით აღვასრულებთ” – მოკლული შოთა მაზმიშვილის ოჯახი პროტესტს გამოთქვამს

"სამართალს ჩვენი ხელით აღვასრულებთ" - მოკლული შოთა მაზმიშვილის ოჯახი პროტესტს გამოთქვამსგურჯაანში, ბრალდებულის გათავისუფლებამ მოკლულის ოჯახის პროტესტი გამოიწვია.

1 პირის მკვლელობისა და 1 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 9 თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა და გათავისუფლდა.

იმის გამო, რომ ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება გადაწყვიტა და ამჟამად მსაჯულების შერჩევის პროცესი არ დასრულებულა, ბრალდებული გაათავისუფლეს.

მოკლული შოთა მაზმიშვილის ოჯახში ამბობენ, რომ ბრალდებულის გათავისუფლება საშიშია არამხოლოდ მოკლულის ოჯახისთვის, არამედ საზოგადოებისთვის.

“უსამართლობის განცდა მაქვს. საშინელი განცდაა, როცა იცი, რომ შენი შვილი მიწაში წევს და ის 9 თვის მერე გამოვიდა გარეთ” – ამბობს მოკლულის დედა.

“9 თვის განმავლობაში ჩვენ არ ვრეაგირებდით იმის გამო, რომ გვეგონა, რომ კანონი განსჯიდა ამ ყველაფერს, თორემ როგორც დღეიდან დავიწყებთ და ადვოკატი კი არა, ის, რაც არ გვინდოდა, რომ გაგვეკეთებინა და გვეგონა, რომ კანონი იმოქმედებდა, ჩვენ აღვასრულებთ, ჩვენ აღვასრულებთ ჩვენი ხელით სამართალს, – ამბობს მოკლულის და, ნათია მაზმიშვილი.

ადვოკატის თქმით კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც პატიმრობაში არ უნდა იყოს.

მთავარი