“თანამშრომელი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა” – გელა მთივლიშვილი

"თანამშრომელი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა" - გელა მთივლიშვილიგელა მთივლიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“თბილისის ოფისში (მესამე სართულზე) თანამშრომელი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ეს ქვა შემოვარდა ფანჯრიდან და ჟალუზი რომ არა, პირდაპირ თავში მოხვდებოდა ორმაგი შუშის ნატეხები და ამხელა ქვა. დაზიანდა 2 კომპიუტერიც.
ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩაზე თითქმის ერთი თვეა გზა გადათხრილია და მილებს ცვლიან. ვერა და ვერ გასცდნენ ამ კორპუსს. ნახევარზე მეტად მთვრალები არიან. სატვირთოებს მოაქვთ ქვა-ღორღი და დაცლის დროს, ქვები გზის სავალ ნაწილზეც იყრება. ქვა მანქანამ აისხლიტა და მესამე სართულზე ამოაგდო.
კომპანიას ფეხებზე ჰკიდია უსაფრთხოების ნორმები. სამუშაოებს ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი და კრწანისის მერია აწარმოებენ.
ოფისში გამოიძახეს პოლიცია – “შეგეშინდათ გოგოებო?”, “ამის გამო დაგვიძახეთ?” როცა მიხვდნენ, რომ იმ ადგილას მოხვდნენ, სადაც ეგრე არ უნდა ელაპარაკათ, მერე წაიყვანეს 2 თანამშრომელი გამოკითხვაზე. დარწმუნებული ვარ, ფორმალურად, არაფრის გამომძიებლები ეგენი არ არიან!
თბილისის მერიას ვთხოვეთ, ტერიტორია შეამოწმონ, სადაც სამუშაოები მიდის, რომ ვიდრე დასრულდება, კიდევ რამე არ მოხდეს. პოლიცია მოიკლევს და მერე ვნახოთო.”