“უტა და ბერა ივანიშვილები ჯარში გაიწვიეს, მსუბუქი იყოს თქვენი ბათინკი ქართულ ჯარში!” – ირაკლი ოქრუაშვილი

"უტა და ბერა ივანიშვილები ჯარში გაიწვიეს, მსუბუქი იყოს თქვენი ბათინკი ქართულ ჯარში!" - ირაკლი ოქრუაშვილიირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გულმხურვალედ და სიხარულით გამცნობთ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2021 წლის საგაზაფხულო გაწვევაზე მოწინავე რიგებში ნებაყოფლობით ჩაეწერნენ ჩვენი სასიქადულო მოქალაქენი ბერა და უტა ივანიშვილები.
ახალგაზრდებს სამხედრო გაწვევისას აცილებდნენ მათი და ერის მამა, ბატონი ბიძინა და ცრემლმორეული დედა ეკა, რომელიც გამომშვიდობებისათვის აუცილებელი ატრიბუტით, ამაყად უქნევდა შვილებს თეთრი აბრეშუმის ხელსახოცს. ახალწვეულების მხადასაჭერად აგრეთვე მობრძანებულიყო მათი სიყრმის მეგობარი ბატონი ანტუნი.
მსუბუქი იყოს თქვენი ბათინკი ქართულ ჯარში ბიჭებო”.
ტვ იმედის სიუჟეტად ხომ გამოდგება?”