28 წლის ქეთი ჩხაიძე ქმრის მკვლელობის საქმეზე დააკავეს

28 წლის ქეთი ჩხაიძე ქმრის მკვლელობის საქმეზე დააკავესკასპში ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მისი ცოლის, ქეთი ჩხაიძის დაკავების შესახებ ცოტა ხნის წინ შსს-მ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი – 1990 წელს დაბადებული ქეთევან ჩხაიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება ბრალად.
დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზურაბ კახიშვილი, რომელმაც მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში, 1987 წელს დაბადებულ ნოდარ ღუნაშვილს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.