“ახლა ვხვდები, სპეცრაზმელის ნასროლ 5 ტყვიას რატომ გადავურჩი” – ბერდო ფიცხელაურს და დინა მირცხულავას შვილი შეეძინათ

"ახლა ვხვდები, სპეცრაზმელის ნასროლ 5 ტყვიას რატომ გადავურჩი" - ბერდო ფიცხელაურს და დინა მირცხულავას შვილი შეეძინათდინა მირცხულავას და ბერდო ფიცხელაურს შვილი შეეძინათ. ამის შესახებ ბერდო ფიცხელაურმა ფეისბუქში დაწერა:

“ჩემზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილს დავუსხლტი ხელიდან.
ახლა ვხვდები რატომ გადავურჩი, სპეცრაზმელის ნასროლ ხუთ ტყვიას, როცა ერთიც საკმარისი იყო მოვეკალი.
წუხელ 37 წლის ასაკში ღამის 02 :37 სთ-ზე გავიცანი ილიანა.
მამა გავხდი
3.550 კგ ბედნიერება რომ დამაჭერინეს ხელში, ასე მეგონა რამოდენიმე ათასმა ვოლტმა გამიარა სხეულში )*
ამ ბედნიერ წუთებს მიმზადებდა თურმე ღმერთი და მაშინ იმიტომ გადავრჩი.
მადლობა, პირველ რიგში უფალს და დინას ამ საჩუქრისთვის.
მადლობა ყველას მოლოცვისთვის და მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ურთულესი ცხრა თვე ჩვენთან ერთად გაიარეს.
პირველად ვწერ სტატუსს და მღელვარება მეპატიება”