‘აფთიაქში ფაქტიურად სასწაული ჩავიდინე…” – ლია ლიქოკელი

'აფთიაქში ფაქტიურად სასწაული ჩავიდინე..." - ლია ლიქოკელილია ლიქოკელმა ფეისბუქში დაწერა:

“ფაქტობრივად სასწაული ჩავიდინე – აფთიაქში შევედი და ზუსტად ის წამალი ვიყიდე, რომელიც მოვითხოვე და არა ის, რაც ფარმაცევტმა შემომთავაზა.
“ეს უკეთესია, უკეთ გაგიყუჩებს” ყოველ ჯერზე საშინლად მაბნევს და უბრალოდ მერიდება ხოლმე უარის თქმა. შედეგად, ვყიდულობ შემოთავაზებულ ბევრად უფრო ძვირ წამალს, რომელიც განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს და მერე ნერვები მეშლება, ასე ცხვარივით რომ ვიქცევი.
უარის თქმასაც კი სწავლა სჭირდება, საკუთარი პოზიციის დაცვას. ყველაფერზე ასეა თან, სხვებმა რომ სულ ჩვენზე უკეთ იციან, ჩვენ რა გვინდა და რა გვჭირდება, მაგ შეგრძნებით ცხოვრება არის საშინელება და ძალიან დამაზიანებელი.
ხშირად უნდა ვთქვათ ეს “არა”. თან – ომახიანად, თორემ ზოგჯერ არც სჯერათ ხოლმე – აბა შენ რა იცი, რა გინდა სინამდვილეში, აბა შენ რა იცი, რა გიყუჩებს ტკივილს, რა გიხდება, რა საჭმელი გიყვარს, გასუქდი თუ გახდი, შვილი გინდა თუ არა, გიყვარს თუ არა, – აბა შენ რა იცი, ვინ ხარ საერთოდ.”