ეკა გიგაური – “ქალ პოლიტიკოსებს კაცებზე უკეთესი აღქმა აღმოაჩნდათ”

ეკა გიგაური - "ქალ პოლიტიკოსებს კაცებზე უკეთესი აღქმა აღმოაჩნდათ"ეკა გიგაურმა ფეისბუქში დაწერა:

“საქართველოში 6 თვიანმა კრიზისმა ძალიან ბევრ რამეს ახადა ფარდა, მათ შორის იმასაც, რომ, როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკურ პროცესში ქალ პოლიტიკოსებს უმეტესწილად ბევრად უფრო სწორი აღქმა და პრაგმატული ხედვები ქონდათ, ვიდრე კაცებს. ეს ასეა და ამას ბევრმა პოლიტიკოსმა თვალი უნდა გაუსწოროს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოში მოქმედი პარტიები (ცხადია ყველას არ ვგულისხმობ), სადაც ინდივიდუალურ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს პარტიის წევრებისგან უბრალოდ მიუღებლად თვლიან. და თუ ეს ყველაფერი ქალმა გააკეთა, მას კაცზე ბევრად მეტად “მოხვდება”.

ხშირად ამბობენ, მეტი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში და საჯარო სივრცეში. მაგრამ მხოლოდ ჩვენ ქალებმა, ვინც საჯარო სივრცეში ვართ, ვიცით რამდენად რთულია ეს ყველაფერი. Salome Samadashvili”