ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს

ელენე ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს“დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას პოლიტიკოსის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით “რუსთავი 2” ავრცელებს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარია გონზეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას “ნიუ ჰოსპიტალში” გადაყვანა შესაძლოა, ინტოქსიკაციას უკავშირდებოდეს.