“ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე იტყუება” – პაატა შეშელიძე

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე იტყუება" - პაატა შეშელიძე“ამ ეტაპზე არანაირი დამაიმედებელი პროგნოზი არ არსებობს”, – ასე აფასებს “ახალ თაობასთან“ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ექსპერტი პაატა შეშელიძე.
მისი აზრით, მთავრობა არანაირ პროექტებს არ განახორციელებს და ეს ყველაფერი საარჩევნოდ ხალხის მოტყებაა.
“ორ საკითხს გამოვყოფ ამ ეტაპზე. პირველი, ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ის არ არის პასუხისმგებელი გაცვლით კურსზე, რაც არის ტყუილი. ყველასთვის გასაგებია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იტყუება და, შესაბამისად, მოლოდინები არის ნეგატიური. მეორე ის, რომ მთავრობამ დააანონსა რაღაც მეგაპროექტი, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტებში ახალ პროექტებსა და მათ განახლებას. ჯერჯერობით კი არ არის ცნობილი, თუ რა თანხით აპირებენ ამის გაკეთებას. ცხადია, აქაც მნიშვნელოვანი კომპონენტია არჩევნები და ამ არჩევნების წინ დაინტერესებული ჯგუფების მოსყიდვა”, – აცხადებს შეშელიძე.
მისი აზრით ხელისუფლება პანდემიას ბოროტად იყენებს და ამ ეტაპზე არანაირი დამაიმედებელი პროგნოზი არ არსებობს.
“მე ვფიქრობ, რომ პანდემია ბოროტად არის გამოყენებული. ადამიანებს ხელს უშლიან მიზანმიმართულად, რომ მოერგონ ახალ რეალობას. ეს არის ფუნდამენტურად არასწორი მიდგომა, რომელიც არ იძლევა საშუალებას, ადამიანები მოერგონ ახალ ვითარებას. ფაქტობრივად, ესეც პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. სინამდვილეში გამოკვეთილია ის, რომ ხშირად ეს შეზღუდვები კეთდება პოლიტიკური ნიშნით ანუ პოლიტიკური ხრიკებია ეს ყველაფერი, ვიდრე რეალური პრობლემების მოგვარება.” – აცხადებს შეშელიძე.