ევროპის მოედანზე უცნობის მომხრეები იკრიბებიან

ევროპის მოედანზე უცნობის მომხრეები იკრიბებიანევროპის მოედანზე, მომღერალი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) თანამოაზრეები იკრიბებიან. ადგილზე შეკრებილები ევროპის მოედნიდან მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლებენ, საბოლოოდ კი ღონისძიება “დედაენის ბაღში” დასრულდება.

შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორის ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ისინი დღეს მშვიდობიანი პროტესტით საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიციას დააფიქსირებენ.

“ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იკრიბება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ პოლიტიკურ აქტორს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, მკაფიოდ დაუფიქსიროს, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში გვსურს მშვიდობა და სტაბილურობა. მივმართავთ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი, უზრუნველყოს ქვეყანაში საზოგადოებრივი მშვიდობა, კანონის უზენაესობა და აღკვეთოს ის მარაზმი, რაც ამ ქვეყანაში ხდება და რასაც ის დესტრუქციული პოლიტიკური ძალები სთავაზობენ მათივე პოლიტიკური ბინძური ფულით დაფინანსებული მედია საშუალებებით და ცდილობენ ამ ქვეყანაში შექმნან მოდელირებული საქართველო. ამ მოდელირებული საქართველოს მიღმა არსებული საზოგადოების უდიდესი ნაწილი დღეს მშვიდობიან მდუმარე პროტესტით დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შაქარიშვილმა.

იპნ