გია ხუხაშვილი – “რატომ მიმაჩნია, რომ ვარლამ გოლეთიანმა შეცდომა დაუშვა”

გია ხუხაშვილი - "რატომ მიმაჩნია, რომ ვარლამ გოლეთიანმა შეცდომა დაუშვა"გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“მცირე განმარტება:
ვარლამ გოლეთიანის გამოჩენა გუშინ სალხინოში მიმაჩნია შეცდომად, როგორც მის გულშემატკივარს და არა როგორც კრიტიკოსს.
მიმაჩნია, რომ ის არის კარგი ახალგაზრდა და მისი ბრძოლა რიონის ხეობის გადასარჩენად არის სამართლიანი. არც მის გულწრფელობაში შემპარვია ეჭვი.
რატომ მიმაჩნია, რომ შეცდომა დაუშვა:
მისი ბრძოლა დღემდე კი არ ყოფდა, აერთიანებდა მის თაობას. თაობას, რომელსაც არ მოსწონს პეტრე, მაგრამ არც ის მოსწონს, რაც იქ გუშინ ხდებოდა.
ვიღაცას მოსწონს, თუ არა, ასე ფიქრობს დღევანდელი ახალგაზრდობა და ზუსტად მათ უნდა განასახიერებდეს ვარლამი.
ჩვენი თაობის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ მუდმივად ვეძებდით და ვეძებთ იმას, რაც გვყოფს.
მათი არჩევანია ეძებონ ის, რაც აერთიანებთ და აუცილებლად იქნებიან წარმატებული.”