გია მურღულია – “რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს – 10 შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის”

გია მურღულია - "რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს - 10 შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის"გია მურღულიამ ფეისბუქში დაწერა:

რატომ არ უნდა შეეკამათო საყვარელ ქალს?
(ათი მცირე შეგონება პატარა და დიდი ბიჭებისთვის)
1. შეიძლება არ მოეწონოს – ეს ყველაზე დიდი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ამ სოფელში არც მთავრდება;
2. რომც მოუგო, იმ დღეს თუ არა, სხვა დროს მაინც წააგებ – და არა ერთხელ;
3. კამათში დამარცხებისას მისი მშვენიერება იმალება, რაც შენს გამარჯვებას აუტანელს ხდის;
4. მისი დამარცხება იმდენად იშვიათია, რომ სახსენებლად და შეჩვევად არც ღირს – უფრო მეტი ყალბი განცდა ილუზიების მაღაზიაშიც დეფიციტია;
5. ეს იმიტომ ხდება, რომ სათანადო არგუმენტები და დეტალები მას გაცილებით უკეთ და სრულად ახსოვს – ამ ტიპის მახსოვრობის ან მიხვედრილობის შედარებისას შენი შანსები ნულია;
5. კრიტიკულ ვითარებაში ერთს გაიღიმებს და წინარე მიღწევები განზე დაგრჩება – ეს აბსოლუტური იარაღია;
6. მის მხარეს იქნება ყველა ქალის ადრინდელ გამარჯვებათა ძალა, მაშინ როდესაც შენ მხოლოდ ინდივიდუალურად გაირჯები – ქალთა სოლიდარობის ძალა დედამიწის სხვა მოსახლეებისას ხარისხობრივად აღემატება;
7. ათასში ერთხელ წაგებულ კამათს ის არ დაივიწყებს და ვაგლახად გაგახსენებს ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში – მაგალითად, უფსკრულის პირას სეირნობისას;
8. მისი მარცხის საფასურს ნებისმიერ შემთხვევაში შენ გადაიხდი – ეს გარდაუვალი კომპენსაციაა;
9. თუ გაიმარჯვე, ისე შემოგხედავს, რომ სამყაროს არსებობის პირველი წამისა და საკუთარი დაბადების შეგრცხვება;
10. პირველი ცხრა ამბავი ვერ გაიგე ან არაფრად ჩააგდე? – სჯობს ახლავე მიხვიდე და წინასწარ ბოდიში უთხრა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენს სახლზე დაუყოვნებლივ გაჩნდება წარწერა: “აქ ცხოვრობს სულელი”.
ჯერ კიდევ ძველები ამბობდნენ:
“არსებობს ქალის მართვის ორი გზა.
პირველი – დაემორჩილო, მეორე კი არავინ იცის”.