გიორგი ღოღობერიძე – “დღეს დილით გადაღებიდან მოვდივარ და პატრულმა გამაჩერა…”

გიორგი ღოღობერიძე - "დღეს დილით გადაღებიდან მოვდივარ და პატრულმა გამაჩერა..."გიორგი ღოღობერიძემ ფეისბუქში დაწერა:

“დღეს დილით გადაღებიდან მოვდიოდი და გზაში პატრული წამომეწია, გადააყენეო
უცებ ღვედზე დავიხედე- მეკეთა; მოხვევის მაჩვენებელს შევხედე- ჩართული მქონდა; გზისკენ გავიხედე- წყვეტილი იყო… ვფიქრობ, ვფიქრობ რა დავარღვიე-მეთქი… ნამდვილად არ მინდოდა, რომ ქულა დაეკლოთ
დავწიე ფანჯარა და საბუთები გავამზადე
პატრულმა- გიორგი ექიმო, რამდენიმე დღეა გირეკავთ და ყურმილს არ იღებთ. შემთხვევით შეგნიშნეთ და მეტი გზა აღარ იყო, უნდა გამეჩერებინეთო…
თურმე ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და დახმარება სჭირდებოდა.
მოკლედ, კლინიკა სასწრაფოდ უნდა გავხსნა… როგორც კი კლინიკა იქნება, ასისტენტებიც მეყოლება და ეს პრობლემა სამუდამოდ მოგვარდება.”