გლდანის ბაზარში ლაშა არჩვაძემ დის ქმარს, ლაშა სულთანიშვილს ესროლა – ახალი დეტალები

გლდანის ბაზარში ლაშა არჩვაძემ დის ქმარს, ლაშა სულთანიშვილს ესროლა - ახალი დეტალები“ტვ პირველმა” გლდანის ბაზარში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები გაარკვია.

სიძის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ლაშა არჩვაძე ბრალს აღიარებს. მამაკაცმა სასამართლოს თავად უთხრა, რომ ლაშა სულთანიშვილს ორჯერ ესროლა.

– ლაშამ თავი თვითონ დაიჭრა, ფეხში აქვს ნასროლი… სიძეს ორი ტყვია აქვს ნასროლი. ჩემ შვილს რაც ეკუთვნის, იმას მიუჯიან, არც ვიცი, რა მოხდა. საუბარია ჩემ გოგოზე და სიძეზე, – ამბობს დაკავებულის მამა.
დაზარალებულის ოჯახს მედიასთან კონტაქტი არ სურს.

სისხლიანი დაპირისპირების მოტივი უცნობია. ცნობილია, რომ საქმის გარჩევა  საბათუმო ქსელის სარდაფში მოხდა, როდესაც  ლაშა არჩვაძემ დის ქმარს ორჯერ ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს.