ინგა გრიგოლია – “დღეს ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანს ვაწყენინე”

ინგა გრიგოლია - "დღეს ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანს ვაწყენინე"ინგა გრიგოლიამ ფეისბუქში დაწერა:

“დღეს ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანთან ვიკამათე პოლიტიკის ნიადაგზე,მაწყენინა,ვუპასუხე, ვაწყენინე და საღამომდე გამომყვა ძალიან უსიამოვნო გრძნობა(((((.ხალხო, ესენი ყველანი კარგად იქნებიან და ნუ დავერევით ერთმანეთს პოლიტიკის გამო ))). ვინმეს თუ ჩემი ან სხვისი გადაცემა ან პოზიცია არ მოგწონთ, არაა აუცილებელი, ამის გამო ნერვები დაიგლიჯოთ და ერთმანეთს დავერიოთ…

არც ერთი პოლიტიკოსი და არც ერთი ხელისუფალი ამად არ ღირს, დამიჯერეთ. ბევრის მნახველი ვარ და აუცილებლად დგება ხოლმე დრო, როცა ხელისუფლების მეხოტბე ხარ და ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ სულ ფეხებზე ჰკიდია შენი უფლებები ხელისუფლებას.

ასე იყო ყველა მთავრობის დროს და ასე იქნება.”