ირაკლი ოქრუაშვილი – „ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს 5 წელი მომისაჯეს… ნიკასაც მალე გამოუშვებენ“

ირაკლი ოქრუაშვილი - „ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს 5 წელი მომისაჯეს... ნიკასაც მალე გამოუშვებენ“ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

13 აპრილი ხელისუფლების მიერ უგნურების გამოვლინების დღედ უნდა მივიჩნიოთ აწი.
არ გამკვირვებია ნიკას პატიმრობაში დატოვება. ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს 5 წელი მომისაჯეს იგივე საქმეზე, იგივე მოწმეებით, იგივე პროკურორებით და იგივე დირიჟორით.
და რა მერე? ერთ თვეში თვითონვე გაგვათავისუფლეს, 20 ივნისის საქმეზე ყველა დაკავებული. ნიკასაც მალე გამოუშვებენ.