თბილისში ირანის მოქალაქემ თავი მოიკლა – “ირანში მაძევებენ, იქ სიკვდილი მემუქრება”

თბილისში ირანის მოქალაქემ თავი მოიკლა - "ირანში მაძევებენ, იქ სიკვდილი მემუქრება"დღეს თბილისში, ისანში, კორპუსიდან გადმომხტარი მამაკაცი ირანის მოქალაქეა.

მეზობლების ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი მოსალოდნელი დეპორტაცია გახდა.

როგორც ირკვევა, მამაკაცს საქართველოში ბინადრობის უფლება ამოეწურა.

“მე იქ სიკვდილი მემუქრება, ირანში იძულებით მიპირებენ დაბრუნებას” – ეს წერილი დატოვა 30 წლის ირანის მოქალაქემ, რომელიც ისანში, მე-15-ე სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვთმკვლელობით დაასრულა.

ირანის მოქალაქის ცხედარი ადგილობრივმა მოსახლეობამ ,,დირსის” საცხოვრებელ კომპლექსში იპოვა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ხმაურზე გარეთ გამოვიდნენ და გარდაცვლილი მამაკაცი ნახეს. შემდეგ ადგილზე უკვე ირანის მოქალაქის ახლობელები მივიდნენ და იპოვეს წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ თვითმკვლელობის სავარაუდო მოტივი დეპორტი გახდა.

ირანის მოქალაქე თბილისში დედასთან ერთად ცხოვროდა, შვილის  თვითმკვლელობის შემდეგ ქალმა სტენოკარდიული შეტევა მიიიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტვ პირველი