ხათუნა ხოფერია – „პარლამენტში პლანის მოწევა შეიძლება და ტაქსში სიგარეტის – არა?“

ხათუნა ხოფერია - „პარლამენტში პლანის მოწევა შეიძლება და ტაქსში სიგარეტის - არა?“ხათუნა ხოფერია ფეისბუქზე წერს:

„ტაქსი გავაჩერე. მძღოლი ჭაღარა თმიანი, კარენნოი თბილისელი კაცია.
– სიგარეტის მოწევა შეიძლება?- ვკითხე პირბადის მოხსნის მოლოდინით აღვსილმა.
– ვა, რატომაც არ შეიძლება, ჩემო კარგო. პარლამენტში პლანის მოწევა თუ შეიძლება, ტაქსში რა, ეკოლოგიური ზონაა ?…
ესეც ასე…
გაუმარჯოს ტაქსის მძღოლების იუმორში ჩაქსოვილ მწარე სიმართლეს!“