“კინო აწი იწყება – ეკონომიკური სანქციები, დაფინანსების გაჩერება, შეხვედრების გაუქმება” – გიორგი კეპულაძე

"კინო აწი იწყება - ეკონომიკური სანქციები, დაფინანსების გაჩერება, შეხვედრების გაუქმება" - გიორგი კეპულაძეგიორგი კეპულაძე ევროპარლამენტარების განცხადებას ფონდებიდან სახსრების შემდგომი გამოყოფის შეჩერების მოწოდებაზე ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

„ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ევროკავშირი და აშშ მოლაპარაკებების ჩაშლას ასე ურეაქციოდ დატოვებდნენ? კაი, არ გამოდის, გავანებოთ თავიო. არა, მეგობრებო, კინო აწი იწყება – ეკონომიკური სანქციები, დაფინანსების გაჩერება, შეხვედრების გაუქმება და ა.შ. ისედაც ღრმა კრიზისში მყოფ ქვეყანას, რას მოუტანს ეს, ყველა ვხვდებით. ვინმეს არც ის ეგონოს, რომ ოპოზიციის “გაჯიუტების” ბრალია ეს სანქციები. პასუხისმგებელი ქვეყანაზე არის ხელისუფლება და კეთილი ინებოს, მიხედოს.”