“კომუნისტებს გადავურჩი და ასტრაზენეკასი შემეშინდება?” – 90 წლის ლამარა აბჟანდაძე 26 აპრილს აიცრება

"კომუნისტებს გადავურჩი და ასტრაზენეკასი შემეშინდება?" - 90 წლის ლამარა აბჟანდაძე 26 აპრილს აიცრებალამარა აბჟანდაძემ ფეისბუქში დაწერა:

“მე 90 წლის მოქალაქე ასტრა ზენეკაზე დავრეგისტრირდი. 26 აპრილს მიწევს აცრა. მეკითხებიან ხომ არ გეშინიაო. რისი უნდა მეშინოდეს? მე ხომ საბჭოთა რეპრესიებს გადავურჩი, ომის დროს შიმშილობას გადავურჩი, კომუნისტების რისხვას გადავურჩი, სხვადასხვა დაავადებების ეპიდემიასაც გადავურჩი. ჩემი ცხოვრების მანძილზე ვიყავი წარუმატებელიც და წარმატებულიც. ასე რომ აღარაფერი აღარ მიკვირს.

არც ის გამიკვირდება, რამე რომ მომივიდეს. 90 წლის ზევით ყველაფერია მოსალოდნელი. რას ვიზამთ ასეთია ცხოვრება.