მამუკა გამყრელიძემ ფეისბუქში დაწერა:
“რა ხალხი ვართ? მორწმუნენი ათეისტებს ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას უსურვებენ, ათეისტები მორწმუნეებს იდიოტებად მოიხსენებენ.
ნეტა რომელმა იცით ზუსტად, არსებობს უზენაესი, თუ არა? ან, რატომ სთხოვთ ვინმეს ისე იფიქროს, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად?
ისე მგონია, უფლება რომ მოგცენ, ცეცხლზე დაწვავდით ერთმანეთს.
“არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია.”
მათე 5:36
ეს სიტყვები მართებულია, მიუხედავად იმისა, ქრისტე ღვთის შვილი იყო თუ უბრალო დურგლის.”

