“ნათია თურნავამ მოგვატყუა” – რუსთავის აზოტის 300 თანამშრომელი გაიფიცა

"ნათია თურნავამ მოგვატყუა" - რუსთავის აზოტის 300 თანამშრომელი გაიფიცადღეს, 27 აპრილს დილიდან “რუსთავის აზოტის” თანამშრომლები გაიფიცნენ. ამ დროისთვის, დაახლოებით, 300 ადამიანია გაფიცული, ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, დილიდან ცდილობენ ხელმძღვანელობასთან გასაუბრებას, თუმცა მათთან ამ დრომდე არავინ მისულა.

“მთავარი შესასვლელი დაკეტილია, მუშა-მოსამსახურეების ნაწილი გამოსულია, სოციალურ პირობებზეა ლაპარაკი, ხელფასზე, არავინ ყურადღებას არ აქცევს დილიდან აქ ვდგავართ, საშუალო ხელფასი 600 ლარსაც არ სცდება, არც ნორმირებული საათი აქვთ, ხვდებით, რა პირობებზეა საუბარი?!” – უთხრა “მთავარს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მისი თქმით, ნათია თურნავასგან დაპირება მიიღეს, რომ თბოელექტროსადგურის გახსნის შემდეგ მათი ხელფასები 20%-ით გაიზრდებოდა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.

ამჯერად თანამშრომლები ხელფასების მინიმუმ 50%-ით ზრდას ითხოვენ.