ნოდარ ღუნაშვილი კასპში ცოლმა მოკლა? – საგამოძიებო ექსპერიმენტი მოკლულის სახლში

ნოდარ ღუნაშვილი კასპში ცოლმა მოკლა? - საგამოძიებო ექსპერიმენტი მოკლულის სახლშიკასპში, სასტიკად მოკლული ნოდარ ღუნაშვილის სახლში, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად, დღეს მისი მეუღლე მიიყვანეს.

საგამოძიებო ექსპერიმენტით გამომძიებლები ადგენდნენ მკვლელობის ღამეს მოვლენათა ქრონოლოგია.

სასტიკად მოკლული ღუნაშვილის  ახლობლები  ამბობენ, რომ ღუნაშვილის ცოლმა ჩვენება შეცვალა და ამჯერად თქვა, რომ ქმარი სამზარეულოში ღამით წაიქცა და თავი დაარტყა.

გამოძიებისთვის პირველად მიცემულ ჩვენებაში ღუნაშვილის მეუღლე ამტკიცებდა, რომ ნოდარ ღუნაშვილი მეგობარმა მამაკაცმა, სახლისგან მოშორებით მოკლა.

ღუნაშვილის განზრახ მკვლეობისთვის ახლა მისი ბავშვობის მეგობარი ზურაბ კახიშვილია დაპატიმრებული, თუმცა გარდაცვლილის მშობლები დარწმუნებული არიან, რომ მათი შვილის მკვლელობაში მათი რძალიც მონაწილეობდა.