ფეისბუქმა ირაკლი შიხიაშვილის და ქართული მარშის გვერდები და ჯგუფები წაშალა

ფეისბუქმა ირაკლი შიხიაშვილის და ქართული მარშის გვერდები და ჯგუფები წაშალაფეისბუქმა 24 გვერდი, 12 ჯგუფი, 23 მომხმარებელი და 11 ინსტაგრამ გვერდი წაშალა.

ყველა მათგანი დაკავშირებულია ძალადობრივ მემარჯვენე და კრემლის მომხრე პარტია “ქართულ მარშთან”.

აქტივობებს უკან მდგარი პირები პოსტებისა და კომენტარის დასაწერად, გვერდებისა და ჯგუფების სამართავად გაყალბებულ ან დუბლირებულ ანგარიშებს იყენებდნენ. მათ ფეისბუქის ქომუნითი სტანდარტების დარღვევისთვის არაერთხელ დაუწესდათ შეზღუდვები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ წაშლილი ქსელები ხშირად წერდნენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, როგორებიცაა: არჩევნები, არჩევნების გაყალბება, კოვიდპანდემია, ასევე გამოირჩეოდნენ ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიმართ კრიტიკით.

გაუქმებული ქსელების ნაწილი თავს გასართობ გვერდებად/ჯგუფებად ნიღბავდა და ქართულ მარშთან დაკავშირებული მასალის გარდა პოსტივის მასალასაც არეკლამებდა.

გაუქმებულ გვერდებს შორისაა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი შიხიაშვილის გვერდი, რომელსაც 119.000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ასევე ფოტოგრაფისა და ვიდეო-ბლოგერის გიორგი თორელის გვერდი, რომელიც ქართულ მარშთან, პროსახელმწიფოებრივ და POSTV-ისთან დაკავშირებულ მასალებს არეკლამებდა.

წაშლილია “მარშ ტვ-ს” გვერდი, ჯგუფები: საგიჟეთი, ღამურები, შერეკილები, ყიდვა გაყიდვა საქართველოში და ა.შ.

ინფორუსთავი