შაბათს, 27 მარტს, საფრანგეთში, არდენის დეპარტამენტის შარლევილ-მეზიერის პრეფექტურაში ქართველი ახალგაზრდის, 18 წლის ვიტალის, საქართველოში გაძევების გასაპროტესტებლად ასეულობით ადამიანი შეიკრიბა.
პროტესტმა შედეგი გამოიღო და ვიტალი საფრანგეთში დარჩება.
ამის შესახებ ნიკა გოგიამ ფეისბუქში დაწერა:
“არდენის პრეფექტმა ნება დართო ქართველს, რათა სწავლა გააგრძელოს საფრანგეთში და აიღოს დიპლომი და აიხდინოს თავისი ოცნება.
ქართველი სტუდენტს ყველა პროცესი დაუმთავრდა და დატოვე ქვეყანა აქვს მაგრამ ფრანგების გვერდში დგომით პრეფექტმა მას ნება დართო, სწავლა გააგრძელოს საფრანგეთში .
პროფესორები, სტუდენტები, მშობლები მობილიზებული იყვნენ ქართველისთვის, რათა მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო და სწავლაზე ხელი არ შეშლოდა.”

