“რეალური მკვლელი ტყიბულის პოლიციის მაღალჩინოსანია” – ზაზა ჩაფიძე ზაურ სოფრომაძის მკვლელობაში გაამართლეს

"რეალური მკვლელი ტყიბულის პოლიციის მაღალჩინოსანია" - ზაზა ჩაფიძე ზაურ სოფრომაძის მკვლელობაში გაამართლესტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მამაკაცი თავისუფალია.

ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით, ზაზა ჩაფიძეს ზაურ სოფრომაძე არ მოუკლავს, არადა შსს-მ რამდენიმე თვის წინ, საქმე გახსნილად გამოაცხადა.

მკვლელობა 2020 წლის 8 აგვისტოს მოხდა. ზაურ სოფრომაძეს ტყიბულის შესასვლელში იმ დროს ესროლეს, როდესაც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.

26 თებერვალს ზაზა ჩაფიძემ საპყრობილეში პროტესტის ნიშნად, თვითდაზიანებებიც მიიყენა.

ჩაფიძის ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, რომ ტყიბულში დანაშაული პოლიციის მაღალჩინოსნებმა ჩაიდინეს და ქუჩაში გამვლელი, უდანაშაულო ადამიანი დააკავეს

– რეალური მკვლელი დღეს დადის ქუჩაში და ტყიბულის პოლიციის მაღალჩინოსანია, – ამბობს გამართლებული ზაზა ჩაფიძის მეუღლე

საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მთავარი