გუშინ, 4 აპრილს, ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში, “კადისმა” “ვალენსიას” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის 29-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელი კალა და “ვალენსიას” მცველი დიაკაბი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
როგორც გაირკვა, კამათის მიზეზი “კადისის” მცველის მიერ რასისტული გამონათქვამები გახლდათ, რის გამოც მოედანზე დიდი შეხლა-შემოხლა ატყდა.
დიაკაბის დაწყნარებას მსაჯი და ფეხბურთელები ცდილობდნენ. ბოლოს კი ვალენსიას ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს.
შეხვედრა მოგვიანებით განახლდა.