თეკუნა გაჩეჩილაძე – “აბსურდული ბრალდების სამიზნე გავხდით” – რა მოხდა თარხნიშვილზე ღვინის რესტორანთან

თეკუნა გაჩეჩილაძე - "აბსურდული ბრალდების სამიზნე გავხდით" - რა მოხდა თარხნიშვილზე ღვინის რესტორანთანთბილისში, თარხნიშვილზე, ღვინის ახალ რესტორანთან მომხდარ ინციდენტს თეკუნა გაჩეჩილაძე ფეისბუქში ასე გამოხმაურა:

“მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ ინციდენტს. გუშინ საღამოს 7 საათისთვის ჩემი მეუღლე, ირაკლი ბლუიშვილი და მისი 2 მეგობარი ახლად გახსნილი რესტორნის კართან, შემაღლებულ სადარბაზოში ეწეოდნენ და საუბრობდნენ. ორმა პირმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ პოლიციიდან იყვნენ, მათ ქვემოთ, ტროტუარზე ჩასვლა სთხოვეს. იმ მიზეზით, რომ თითქოს სადღაც ახლოს ჩხუბი მოხდა, მათ სამივე გაჩხრიკეს.

ირაკლის ჯიბეში პატარა, სახრახნისიანი მრავალფუნქციური დანა და გასახსნელი ედო, რომელსაც რესტორანში ბოთლების გასახსნელად იყენებს. იმ მიზეზით, რომ ეს ორი ცივი იარაღები იყო, პოლიციის წარმომადგენლებმა ირაკლი განყოფილებაში გადაიყვანეს. უშედეგოდ ვცდილობდით ახსნას, რომ ის დანით ქუჩაში არ გადაადგილდებოდა და მას მხოლოდ რესტორანში იყენებდა და ეს მისი სამუშაო იარაღი იყო.

შეგახსენებთ ინციდენტი რესტორნის ზღურბლზე მოხდა, სადარბაზოში რომელსაც ქუჩიდან რამდენიმე საფეხური აშორებს. მიუხედავად ამისა, პოლიციამ მაინც განყოფილებაში გადაიყვანა ირაკლი და კანონდარღვევის ოქმი შეადგინა და 200 ლარიანი ჯარიმის გამოწერის შემდეგ ირაკლი გამოუშვეს. წარმოუდგენელი დაუცველობისა და უსამართლობის შეგრძნება დაგვეუფლა. სრულიად უმიზეზოდ გავხდით აბსურდული ბრალდების სამიზნე.
რა სამწუხაროა, რომ ასეთ კრიტიკულ დროს, როცა საზოგადოებას ამდენი გადაუჭრელი სოციალური პრობლემა აქვს. სახელმწიფო რესურსი, დრო და ენერგია სრულიად უდანაშაულო ადამიანების დევნასა და შევიწროვებაზე იხარჯება. ადამიანებისა, რომლებიც, ამ წარმოუდგენელი კრიზისის მიუხედავად, ცდილობენ, ახალი და სასარგებლო საქმე აკეთონ.
დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და თანადგომისთვის.”