„ტყვიას მივუშვიროთ მკერდი, თუ მთავრობა მოხვალთ ხალხის პოზიციაზე?“ – როლანდ ხოჯანაშვილი

„ტყვიას მივუშვიროთ მკერდი, თუ მთავრობა მოხვალთ ხალხის პოზიციაზე?“ - როლანდ ხოჯანაშვილიჟურნალისტი როლანდ ხოჯანაშვილი ფეისბუქზე წერს:

„მამა მიყვებოდა ადრე, ხრუშჩოვის წინააღმდეგ როგორ გავიდა ხალხი, მათ შორის, წინამძღვრიანთკარის სტუდენტები…

„მცხეთაში, რკინიგზის სადგურზე გავედით ყველა, თბილისში რომ ჩავსულიყავით მატარებლით. მემანქანე გაუფრთხილებიათ, რომ სამგზავრო მატარებელი არ გაეჩერებინა სადგურზე… წინამძღოლი ახალგაზრდა ქალი იყო, რომელმაც წითელი დროშა ააფრიალა სადგურზე და …მატარებელი გაჩერდა! უსაყვედურეს მემანქანეს, რატომ გააჩერეო! წითელი ნაჭერი და ხალხის ნება დავინახეო! თბილისში ჩასულებს მილიცია დახვედრია იარაღითვდა იმავე გოგოს წელს ზევით გაუძვრია სამოსი, მკერდი მიუშვირა და დაიძახა, მესროლეთო. ვერ გაუბედეს სროლა. მილიციას შეჭამდა ხალხი”!
და ახლა, რიონს ხეობელებმა და ანტიჰესისტებმა წელსზევით გავიხადოთ, ტყვიას მივუშვიროთ მკერდი თუ ეს ჰესისტები და მთავრობა მოხვალთ ხალხის პოზიციაზე?

გამოქვაბულში დაბრუნება, მილიონების ტყუილად გადაყრა და ა.შ. არ გამოვა არგუმენტად! ქუთაისში პარლამენტი რამდენი დაჯდა და რა ვისარგებლეთ იმით?
ქუთაისის ძალა იმ გახეთქილი საზამთროსებრ შენობაში კი არ იყო, არის ახლა გუმათის ჰესთან!
გადაყვება ხელისუფლება ამ ყველაფერს!
აქ არაა პარტიები. აქ არის ხალხის ნება!
ხმა ღვთისა, ხმა ერისა! და არა ხელისუფლებისა!
ვისაც ამ ხალხის პროტესტი არაფრად მიგაჩნიათ, გთხოვთ, ჩაფიქრდეთ. თქვენ ვერ იქნებით მართლები ხალხთან.
ამ შემოდგომაზე ხმების დათვლა არ გაგიჭირდებათ. ეს ისე, ვისაც ჰგონია, რომ ხალხის მახსოვრობა თითქოს მოკლე იყოს!“