“ვაჟა-ფშაველამ სტუმარ ატამანს კისერში ხელი მოჰკიდა და პანღურით დააგორა კიბეზე” – მაიკო ჯავახიშვილი

"ვაჟა-ფშაველამ სტუმარ ატამანს კისერში ხელი მოჰკიდა და პანღურით დააგორა კიბეზე" - მაიკო ჯავახიშვილიმაიკო ჯავახიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze
„სტუმარ-მასპინძელი” რომ აქამდე ვერ გაიგე, ფაქტია…
არაუშავს, ეს რომ დაგემართა…
გააგრძელე მაინც კითხვა.. დაგვიანებულია უკვე და იმედიც აღარ არის, მაგრამ იქნებ მაინც რამე გაიგო..
„იმ ხანად თბილისში სტუმრობდა „ახალ ერმაკად” მონათლული კაზაკთა ატამანი აშინოვი, რომელსაც იმდროინდელი რუსული პრესა ხოტბას ასხამდა და გმირად სახავდა. „ივერიას” კი თავის პუბლიკაციაში საცინლად აუგდია.
აშინოვი სწორედ იმ დროს შეჭრია კაბინეტში „ივერიას” თანარედაქტორს სერგი მესხს (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე იყო), როცა მასთან აკაკი და ვაჟა იმყოფებოდნენ სტუმრად და მოუთხოვია ბოდიში და უარყოფა კრიტიკისა, რაზეც სერგი მესხს უარით უპასუხნია.
ამაზე ოფიცერი აშინოვი დამუქრებია, ნახავ, რაც მოგივაო.
ვაჟა დინჯად წამომდგარა და უთქვამს: სანამ შენი გვინახია, ერთი ჩვენიცა ნახეო. ჩაუვლია კისერში ხელი, გამოუყვანია კიბესთან და ისეთი პანღური დაუზელია, რომ თავკერძას გორვით ჩაუთავებია კიბე და ქვაფენილზე გაშხლართულა.
შერცხვენილ ატამანს იმავ დღეს აუკრეფია გუდა-ნაბადი საქართველოდან”.