ვეტერან ომარ მეტრეველის ოჯახში ემზარ კვიციანი შეიჭრა

ვეტერან ომარ მეტრეველის ოჯახში  ემზარ კვიციანი შეიჭრავეტერან ომარ მეტრეველის ოჯახში ემზარ კვიციანი კვლავ შეიჭრა. მიზეზი სადაო ბინაა, რომელიც 2006 წელს თავდაცვის სამინისტომ ომარ მეტრეველს გადასცა.

ემზარ კვიციანი ამას ირსაკლი ოქრუაშვილს აბრალებს და მასთან შეხვედრას ითხოვს.

ზურაბ ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩვენი მეგობრის და პარტია “გამარჯვებული საქართველოს” წევრის ომარ მეტრეველის ოჯახში ისევ შეიჭრა ემზარ კვიციანი (მერამდენედ), ემუქრება ოჯახის წევრებს, სადაც არის ოჯახის დიასახლისი და მცირეწლოვანი ბავშვები, მისულია შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
საპატრულო პოლიცია, რომელიც მოძალადეს არამც თუ აკავებს, არამედ მოწიწებით გააცილეს ეზოდან!
ქვეყანას პატრონი არ ყავს!“

ომარ მეტრეველის მეუღლე ნინია მეტრეველი ფეისბუქზე წერს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია / Academy of MIA of Georgia
რას აკეთებთ თქვე მონებო ესააა თქვენი რეაგირება? ემზარ კვიციანი და მისი თანამონაწილეები ვერ გაგიყრიათ ჩემი ეზოდან, ფუიიი, მიმიფურთხებია თქვენი სასამართლოსთვის, პოლიციისთვის და ქვეყნისთვის“.

ომარ მეტრეველი 8 შვილის მამაა.