ვიკა ბუკიამ ფეისბუქში დაწერა:
“მე როგორი მეგრელი ვარ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არსებობს ასეთი ჯადოსნური სიტყვა “ღომი”, რომლის გარეშე ფიზიკურად დიდხანს ვერ ვძლებ და რომელიც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ახალისებს ჩემს ყოფას:)
აი, მაგალითად, ახლა უკვე 10 დღეა არ მიჭამია ღომი და ეს არის ჩემი რეკორდი. დაუჯერებელი მჭირს ამის გამო. ნერვული შეტევის ზღვარზე ვარ. ვარ აგრესიული და არაფერი არ მანაყრებს:)
უსინდისო დედაჩემს არ დავთაგავ ამ პოსტზე. დამაგდო აქ, უღომოდ უკვე 10 დღეა და დედა ვარო გაიძახის თან უტიფრად.”

