ტყიბულში მომხდარ ზაურ სოფრომაძის მკვლელობაში ბრალდებული ზაზა ჩაფიძე ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
ზაურ სოფრომაძის დამ ეს ფაქტი გააპროტესტა.
მისი თქმით, მისი ძმა შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა, ჩაფიძე კი მკვლელობის უშუალო შემსრულებელია.
“მეტი არავინ დამრჩა, ჩემი ძმის მკვლელს ჩემი ხელით მოვკლავ” – აცხადებს მოკლულის და.
გამოძიება ზაზა ჩაფიძე შურისძიების მოტივით ზაურ სოფრომაძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა.
ბრალდებულმა საპატიმროში 9 თვე გაატარა.
ტვ პირველი

