ლარი ისევ გამყარდა

ლარი ისევ გამყარდაეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით ისევ გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3056 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3537 ლარი იყო.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. მონაცემების თანახმად, ერთი ევროს ღირებულება 4.0414 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0895 ლარს შეადგენდა.