ლიეტუვაში საქართველოს ელჩ ხათუნა სალუქვაძეს ვილნიუსის აეროპორტში იარაღი უპოვეს

ლიეტუვაში საქართველოს ელჩ ხათუნა სალუქვაძეს ვილნიუსის აეროპორტში იარაღი უპოვეს“მთავარი არხისთვის” ცნობილი გახდა უპრეცედენტო დიპლომატიური სკანდალის შესახებ. ირკვევა, რომ 2 წლის წინ, როცა ლიეტუვაში საქართველოს ელჩი თავის მისიას ასრულებდა და ვილნიუსიდან კიევში მიემგზავრებოდა, ის პირდაპირ აეროპორტში გააჩერეს და დასაკითხად გადაიყვანეს. მიზეზი კი ელჩის ბარგში აღმოჩენილი 2 ცეცხლსასროლი იარაღი გახდა. შედგა ოქმი, რომლის მიხედვით ელჩის მიმართ 2 ბრალდება გამოითქვა – იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვა და კონტრაბანდის მცდელობა.

2019 წლის 9 აპრილს ვილნიუსი-კიევის რეისის მგზავრებს შორის იყო ლიეტუვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე. ბარგის შემოწმებისას, ავიაციის უსაფრთხოების პოსტის თანამშრომლებმა ელჩის და მისი მეუღლის ჩანთიდან 2 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ქართველი დიპლომატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

ხათუნა სალუქვაძე ლიეტუვაში დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ ოჯახთან ერთად საქართველოში იმყოფება. “შაბათის მთავარი” დიპლომატს 3 დღის განმავლობაში ეძებდა, მიაკითხა დეკლარაციაში ასახულ საცხოვრებელ მისამართზე, მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება. ბოლოს, ყოფილი დიპლომატი სატელეფონო ზარით დაგვპირდა, რომ ლიეტუვაში მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მეტ დეტალს მოგვიყვებოდა. დაპირების მიუხედავად, სალუქვაძესთან დათქმული შეხვედრა ვერ შედგა. ელჩმა ინტერვიუზე უარი თქვა.

დიპლომატიური მისიის დროს ხათუნა სალუქვაძეს ლიეტუვას სასამართლომ ბინის ქირის დავალიანების გადახდა დააკისრა. დიპლომატს ბინის მეპატრონემ უჩივლა, რადგან სალუქვაძემ კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ბინა არ დაცალა და კიდევ რამდენიმე თვე ცხოვრობდა.

ელჩი პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტიდან ფულსაც ითხოვდა.