“მეგონა, რომ გოგო მოტაცებული ჰყავდა და მომიყვანდა” – სკოლის მოსწავლე კლასელი გოგონას გამო დაჭრეს

"მეგონა, რომ გოგო მოტაცებული ჰყავდა და მომიყვანდა" - სკოლის მოსწავლე კლასელი გოგონას გამო დაჭრესწყალტუბოში, სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი სკოლის მოსწავლე ამ დრომდე გამოკითხული არ არის, დაჭრაში ბრალდებულს კი პოლიცია ისევ ეძებს.

“ტვ პირველმა” სავარაუდო დამნაშავის ბებია ჩაწერა, რომელიც ადასტურებს, რომ კონფლიქტი გოგოს გამო მოხდა.

ქალი ჰყვება, რომ პოლიციამ მათი საცხოვრებელი გუშინ გაჩხრიკა, თუმცა სახლიდან არაფერი წაუღიათ.

– მეგონა, რომ გოგო მოტაცებული ჰყავდა და მომიყვანდა. წასულები არიან და მოიყვანენ, დამალვას აზრი არ აქვს. პოლიცია იყო პირველ საათზე მოსული, ყველაფერი გაჩხრიკეს, თუმცა არაფერი წაუღიათ. ვერაფერი უპოვიათ. გოგოს გამო გააკეთა, მანქანაში რომ ჰყავდა, განა არ იცის, რომ ერთმანეთთან ლაპარაკი აქვთ?! – აცხადებს სავარაუდო ბრალდებულის ბებია.
“პირველების” ინფორმაციით, არასრულწლოვანი ჯერ საქმის გარჩევაზე დაიბარეს, რასაც ანგარიშსწორება მოჰყვა. კონფლიქტი სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რომელშიც არასრულწლოვნებთან ერთად, სრულწლოვანი ბიჭებიც მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ჩხუბი დაჭრილის თანაკლასელი გოგონას გამო მოხდა.  მოზარდი სავარაუდოდ, სრულწლოვანმა მამაკაცმა დაჭრა.

შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.