დიდუბეში მომხდარი ტრაგედია – ჩანაწერიდან, რომელიც “კურიერმა” ყაზახეთის მოქალაქე 26 წლის ქალის სიკვდილის საქმესთან დაკავშირებით მოიპოვა, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
აუდიო ჩანაწერში მამაკაცი ქალს მისი მოტყუების გამო ემუქრება, რასაც ქალი კატეგორიულად უარყოფს. ამასთან მამაკაცი მის გავლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის 10 წელი ციხეში იჯდა.
მუქარაზე და ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობდა სიკვდილამდე მეგობართან მიწერილ შეტყობინებაშიც ასელ აიპაევა.
“მეშინია, დამარტყა… და ეს ყველაფერი არ არის…” – ეს არის ბოლო შეტყობინება, რომელიც ასელ აიპაევამ მეგობარს მისწერა. ამ შეტყობინების შემდეგ კი 26 წლის ქალი კონტაქტზე აღარ გამოსულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად, მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რუსთავი 2

