ფეისბუქში ლაიქების რაოდენობა აღარ გამოჩნდება

ფეისბუქში ლაიქების რაოდენობა აღარ გამოჩნდებაახლო მომავალში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პოსტებსა და სურათებზე ლაიქების რაოდენობა აღარ გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა ბილდი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სოციალური გვერდების ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ლაიქების რაოდენობის ჩვენებით ზეგავლენა ხდება პუბლიკაციის ავტორზე, ან ადრესატზე.

აღნიშნული ქმედებით ფეისბუქის ადმინისტრაცია შეეცდება, ზეგავლენა მინიმუმამდე დაიყვანოს.

ტვ პირველი