ყველა ეს ბურთი სინამდვილეში 1 ფერისაა – რასაც ხედავთ, ილუზიაა

ყველა ეს ბურთი სინამდვილეში 1 ფერისაა - რასაც ხედავთ, ილუზიააერთი შეხედვით, ამ ფოტოზე 3 ფერის ბურთებია. სინამდვილეში ყველა ბურთი კრემისფერია.

დევიდ ნოვიკის თქმით, რომელიც ამ ფოტოს შემქმნელი და ელ-პასოში, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორია, სურათის დაპატარავება ამ ილუზიას აძლიერებს, გაზრდას კი ეფექტი მინიმუმამდე დაჰყავს  – ამაში დასარწმუნებლად შეგიძლიათ სურათი გადმოწეროთ და გაადიდოთ. მაშინვე დაინახავთ, რომ ყველა ეს ბურთი კრემისფერია.

ყველა ეს ბურთი სინამდვილეში 1 ფერისაა - რასაც ხედავთ, ილუზიაამაშინ რატომ გვეჩვენება ბურთები სხვადასხვა ფერი?

აღქმას ამახინჯებს მოვლენა, რომელიც ცნობილია, როგორც მანკერ-უაითის ილუზია.

ილუზია მუშაობს ადამიანის თვალის სტრუქტურის თავისებურებებიდან გამომდინარე, რომელიც საგნების ფორმებს უფრო დეტალურად აღიქვამს, ვიდრე ფერებს.

“ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ სფეროების კონტურები იდენტური ჩანს (რაც ასეც არის), ფერები თითქოს იღვრება და  მეზობელ სივრცეებთან ასიმილირდება,”- განმარტავს ნოვიკი.

კერძოდ, სფეროების ფერი უახლოვდება იმ ზოლის ფერს, რომელიც მას წინა მხრიდან კვეთს. ამ კონკრეტულ სურათზე მწვანე, წითელი და ლურჯი ხაზები კვეთენ სფეროებს და ამახინჯებენ ჩვენს აღქმას სფეროების რეალური შეფერილობის შესახებ.

ილუზია ემყარება წინა პლანზე არსებული ზოლების შეფერილობას და არა სფეროების უკან არსებული ფონის ფერს. თუ წინა პლანზე არსებულ ზოლებს წავშლით, ილუზია გაქრება და დარჩება მხოლოდ ერთნაირი კრემისფერი ბურთულები.

რუსთავი 2