საქართველოში 26 წლის ყაზახი ქალი გააუპატიურეს, რომელიც მე-8 სართულიდან გადახტა

საქართველოში 26 წლის ყაზახი ქალი გააუპატიურეს, რომელიც მე-8 სართულიდან გადახტა26 წლის გოგო, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევა საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეარხი “ხაბარ 24” იუწყება.

ცნობილია, რომ ის საქართველოში სამუშაოდ აპრილში ჩამოვიდა. როგორც მისი ბიძაშვილი ყვება, ასელმა მას ბოლოს აუდიო შეტყობინება 5 მაისს გაუგზავნა, რომელშიც გარკვევით ისმის უცნობი კაცის მუქარა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის – წერს ყაზახური მედია.

ტელეარხის ცნობით, ამ ფაქტს ადასტურებს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ცოტა ხნის წინ კი, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღწერილია დანაშაულის დეტალები.

ირკვევა, რომ აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა. დაკავებულია პირი, რომელმაც ასელი სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა. გოგონამ კი ვერ გაუძლო მძიმე ფსიქო-ტრავმას და მერვე სართულიდან გადახტა.

რუსთავი 2