შოთა არველაძე – “ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, მანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას ხომ არ ვაპირებ”

შოთა არველაძე - "ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, მანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას ხომ არ ვაპირებ"ინფორმაციას გახარიას მიერ თბილისის მერად შოთა ან აჩი არველაძის წარდგენის შესახებ შოთა არველაძე ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას. არადა თეთრი ფერი მომწონს, მართლა მომწონს.
მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება.
P.S იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ 😅