“8 წლის გოგონას ტკივილს ჯოჯოხეთის ცეცხლიც ვერ მოერევა… სიამოვნებით ვუყურებდი, როგორ იწვოდა ეს სახლი… ” – მაკო ჯაბუა

"8 წლის გოგონას ტკივილს ჯოჯოხეთის ცეცხლიც ვერ მოერევა... სიამოვნებით ვუყურებდი, როგორ იწვოდა ეს სახლი... " - მაკო ჯაბუასამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი მამა-შვილის სახლის გადაწვას მაკო ჯაბუა ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“სამეგრელოში ძალიან ძველი, ერთგვარი ტრადიციაა, რომ დაზარალებულის ოჯახი ბრალდებულს სახლს უწვავს. შეიძლება ითქვას, რომ უსისხლო “სისხლის აღებაა” – გინადგურებ ყველაფერს რაც გაგაჩნია.
თან ერთგვარი დაღია – აი, ყველამ რომ იცოდეს ეს სახლი ვისია და რატომ დაიწვა!
სამეგრელოში ბევრი ასეთი სახლი მინახავს. არც პოლიცია ერევა საქმეში და არც არავინ უწევს წინააღმდეგობას. “არავინ იკადრებს”, უბრალოდ დგახარ და უყურებ.. თითქოს შენი ტკივილი იმ ცეცხლში იწვება…
ღრმა ბავშობაში თვითმხილველიც გავხდი მსგავსი ფაქტის, თუმცა ცეცხლის გარეშე დასრულდა, რადგან იმ სახლში სხვა ოჯახიც ცხოვრობდა და “დაინდეს”.
არასდროს მომწონდა ეს წესი. მიმაჩნია, რომ ოჯახმა არ უნდა აგოს პასუხი სხვის დანაშაულზე, მაგრამ დღეს სიამოვნებით ვუყურებდი რამდენიმე წუთიან ლაივს, თან ვტიროდი, თან უდიდესი ბრაზი მახრჩობს – იმ 8 წლის გოგონას ტკივილს ჯოჯოხეთის ცეცხლიც ვერ მოერევა.”