ბორჯომის პარკში შესვლა უცხოელებისთვის 2 ლარი ეღირება

ბორჯომის პარკში შესვლა უცხოელებისთვის 2 ლარი ეღირებაბორჯომის ცენტრალურ პარკში შესვლა უცხოელი ტურისტებისთვის ორი ლარი გახდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი კვლავ უფასო იქნება.

„უცხოელებისთვის გახდა ორი ლარი, რაც შეეხება ბორჯომლებსა და საქართველოს სხვა ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც პასპორტში საქართველო უწერია, ყველასთვის უფასოა, სავარაუდოდ ამ სეზონზე ასე იქნება’, – ამბობს ბორჯომის პარკის დირექტორი, მერაბ იობაშვილი.

მისივე თქმით, პარკის ტერიტორიაზე ატრაქციონებმა ფუნქციონირება განაახლეს, ამჯერად ბილეთის ფასები უცვლელი დარჩა.

სამხრეთის კარიბჭე