ეკა კვესიტაძე – “ჩემ გარშემო ვაქცინის გაკეთების მერე კორონა ბევრს შეხვდა, მაგრამ გადაიტანეს მსუბუქად”

ეკა კვესიტაძე - "ჩემ გარშემო ვაქცინის გაკეთების მერე კორონა ბევრს შეხვდა, მაგრამ გადაიტანეს მსუბუქად"ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილი ეკა კვესიტაძის კოვიდ 19-ით დაინფიცირებას ეკა კვესიტაძე ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ხომ აიცრა, კორონა რატომ შეეყარა – საკითხის ასე დაყენება ძალიან არასწორია. აცრილსაც შეიძლება დაემართოს კორონა, ჩემს გარშემო ბევრმა გადაიტანა პირველი დოზის შემდეგ. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ გადაიტანეს მსუბუქად ან ძალიან მსუბუქად. სწორედ ესაა ვაქცინაციის ხიბლი, რომ თუ ვაქცინირებული ხართ, დაინფიცირების შემთხვევაში დაავადებას მარტივად გადაიტანთ. ამიტომ, პრობლემას ნუ ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ? ტიკარაძეს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. დარწმუნებული ვარ, ძალიან მსუბუქად გადაიტანს.”