მაკრონს მოქალაქემ სილა გააწნა – ვიდეო

მაკრონს მოქალაქემ სილა გააწნა - ვიდეოსაფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ სილა გააწნა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტი, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, დრომის რეგიონში რესტორნის მფლობელებსა და სტუდენტებთან შეხვედრას მართავდა და მათ კოვიდ 19-ისგან გამოწვეულ პრობლემებზე ესაუბრებოდა.

მედიის ინფორმაციით, მაკრონმა ერთ-ერთ მოქალაქეს ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა, მამაკაცმა კი დაიყვირა: „ძირს მაკრონი“ და პრეზიდენტს სილა გააწნა.

მაკრონის დაცვის წევრებმა მამაკაცი მიწაზე დააწვინეს, პრეზიდენტი კი მისგან მოშორებით გაიყვანეს.

ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.