მიხეილ რამიშვილს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა – ის კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება

მიხეილ რამიშვილს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა - ის კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩებამიხეილ რამიშვილს, რომელიც გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს, კოვიდ 19 არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ ფეისბუქში მისმა შვილმა ლიზი რამიშვილმა დაწერა:

“პირველ რიგში მინდა თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის და ყურადღებისთვის.
რადგან ძალიან ბევრმა თქვენგანმა დაგვირეკა და მოგვწერა ვინმე რომ არ გამოგვრჩეს აქ შეგატყობინებთ მამას მდგომარეობას!
მამას ჯანმრთელობას რაც შეეხება:
რაც მთავარია კორონა არ დაუდასტურდა!!
მისი მდგომარეობიდან გამომდინარე რამოდენიმე დღე მოუწევს საავადმყოფოში დარჩენა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ .
მადლობა ყურადღებისთვის!”