მუხრანში დავით ჩუგუაშვილის მკვლელობისთვის ბექა იორამაშვილს ეძებენ

მუხრანში დავით ჩუგუაშვილის მკვლელობისთვის ბექა იორამაშვილს ეძებენვინ არის პირი, რომელმაც მუხრანში დავით ჩუგუაშვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – “კურიერმა” სავარაუდო დამნაშავის ვინაობა გაარკვია. ის ბექა იორამაშვილია.

ცნობისთვის, 5 დღის წინ, სოფელ მუხრანში, მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას შუახნის მამაკაცი დავით ჩუგუაშვილი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც ის გუშინ, კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცის სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია, ის 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

ამასთან, მამის გარდაცვალების გამო, დავით ჩუგუაშვილის შვილმა, 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცმა დღეს თავი მოიკლა.